ხვალიდან აჭარაში მოგზაურობის მქონე რუსთაველი მასწავლებლების ტესტირება დაიწყება, - ამის შესახებ რუსთავის აზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა.
ბეგაშვილის ინფორმაციით, ასეთი პედაგოგების სია უკვე შემუშავებულია.
"მასწავლებლების სია უკვე განათლების სამინისტრომ გადაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. სკოლებმა მოიძიეს 20 აგვისტოს შემდეგ მოგზაურობის ისტორიის მქონე პედაგოგების ვინაობა და დღეს მიმდინარეობს სიის დამუშავება. გვაქვს კომუნიკაცია რესურსცენტრთან და მზად ვართ, რომ ხვალიდან დავიწყოთ ამ ადამიანების დატესტვა. შესაძლებელია, 1 დღეშიც დასრულდეს ეს პროცესი", - განაცხადა ბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი შეიცვალა. სწავლა საკლასო ოთახებში 1-ლი ოქტომბირდან დაიწყება. რაც შეეხება დისტენციურ სწავლებას, ონლაინ გაკვეთილების ჩატარება 15 სექტემბრიდან განახლდება.