მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

2020-09-11 15:11:00

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო . სწავლა 1 ოქტომბრიდან დაიწყება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, სწავლა გადაიდო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში.