რუსთაველი მოტო მრბოლელის კიდევ ერთი წარმატება

2020-09-12 20:18:28

ახალციხეში CASTLE RIDERS 2020-ის ფარგლებში ბავშვთა შორის მოტო შეჯიბრი გაიმართა, სადაც რუსთაველმა 11 წლის თორნიკე თეზელაშვილმა გაიმარჯვა.

პატარა მოტო მოყვარულმა ყველა დაბრკოლება გადალახა და ფინიშის ხაზი ყველაზე სწრაფად გაიარა.

რუსთაველმა ექსტრემალმა 2 საპრიზო ადგილზე პირველობა არავის დაუთმო და  საკუთარ ქალაქში გამარჯვებული დაბრუნდა.

მოტო მრბოლელებს შორის ყველაზე იღბლიანი, რუსთაველი სპორტსმენი, ახალციხის მერიამ და ჰასკი პარკმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

რბოლაში თორინიკე თეზელაშვილის გარდა სხვა მოტო მოყვარულებმაც მიიღეს მონაწილეობა.