"კლინიკა რუსთავში" დასაქმებული 47 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ლუკა სალუქვაძემ განუცხადა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია კლინიკის 9 თანამშრომელი, რომელთაც კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
"ყველა ადამიანს, ვინც მჭიდრო კონტაქტში იყო ინფიცირებულთან, ასეთი არის 47 პირი და მათ ჩაუტარდათ ტესტირება. ყველას პასუხი არის უარყოფითი. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ის ადამიანები, რომლებიც უშუალო და არა ირიბ კონტაქტში იყვნენ იფიცირებულთან, თვითიზოლაციაში არიან", - განაცხადა ლუკა სალუქვაძემ .