რუსთავში მიკროავტობუსის მძღოლებს აქტიურად აჯარიმებენ [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ჯარიმდებიან ის მძღოლები რომლებსაც პირბადე არ უკეთიათ.
მძღოლები ასევე ჯარიმდებიან იმ მგზავრების გამოც რომლებიც აღნიშნულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ და მგზავრობის დროს პირბადეს არ იყენებენ.
საჯარიმო სანქციები 20 ლარით განისაზღვრება.
არსებული ინფორმაციით აღნიშნული წესის დარღვევისთვის, ბოლო პერიოდში, რუსთავში 100-მდე მძღოლი უკვე დაჯარიმდა.
აღსანიშნავია რომ მიკროავტობუსის მძღოლების გარდა ჯარიმდებიან ტაქსის მძღოლებიც.