ინფიცირებული დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მას ენმ-ს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატთან, დავით კირკიტაძესთან ჰქონდა კონტაქტი.
როგორც გოგიჩაიშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ის კირკიტაძეს “ტვ პირველის” შენობაში, კიბეზე შეხვდა, მიესალმა და მცირე დროით ესაუბრა.
“კიბეებზე შევხვდით ერთმანეთს და მივესალმეთ. მე მაინც ჩავაყენე საქმის კურსში დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ვალდებული ვარ ნებისმიერ ადამიანის შესახებ, ვისაც გვერდით ჩავუარე და მით უმეტეს, კიბეზე, ახლო დისტანციაზე მივესალმე, ვაცნობი ეპიდემიოლოგებს. მკითხეს ვისთან გქონდა ახლო კონტაქტი და სიტყვები ვისთან გაცვალეო, ჩამოვწერე და შესაბამისად ეს ადამიანიც მივითითე”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კომენტარისთვის “ინფო რუსთავი” დავით კირკიტაძეს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კირკიტაძე აცხადებს, რომ მას ლევან გოგიჩაიშვილთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა, მისივე თქმით, კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტი ჩაიტარა.