შეხვედრა მოსახლეობასთან

2020-09-08 14:39:52

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში და გარდაბნის ნაწილის ოლქში, ირმა ნადირაშვილი, რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის ნაწილს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

"შევხვდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის, კერძოდ, კრწანისის დასახლების მაცხოვრებლებს, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ: გაზის, წყლის, განათების. ეს ადამიანები ქართულ ოცნებას ფაქტობრივად მიტოვებული ჰყავს. წლებია ამ დასახლებაში მათი პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა. ასევე ვიმყოფებოდი რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც სხვა ძირითადი პრობლემების გარდა, ბინების დაკანონების საკითხი განსაკუთრებით აწუხებთ ადგილობრივების ნაწილს.

გამოსავალი გახლავთ მხოლოდ ერთი, ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე. ევროპული საქართველო იქნება სწორი მიმართულების კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის",-განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.