რუსთავში განახლებული დანადგარით ზებრა გადასასვლელების დახაზვა დაიწყო.
პირველ ეტაპზე, ზებრა გადასასვლელების დახაზვა რუსთავის საჯარო სკოლებთან არსებულ გზებზე მოხდება.
სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრმა" #25 საჯარო სკოლიდან დაიწყო. სამუშაო პროცესს ადგილზე რუსთავის მერი და ცენტრის ხელმძღვანელი რევაზ გოგიძე გაეცნენ.
“რუსთავსერვის ცენტრის” მიერ შეძენილი ახალი ტექნიკის საშუალებით, ქალაქში ზებრა გადასასვლელები სამჯერ უფრო ნაკლები დანახარჯით დაიხაზება.
"აქამდე საჭირო იყო აღნიშნული მომსახურების შესყიდვა. მომსახურე კომპანიისთვის უნდა გადაგვეხადა თანხა. რუსთავსერვის ცენტრმა გადაწყვიტა და ბიუჯეტში გავითვალისწინეთ, რომ შეგვეძინა ტექნიკა, რომლის საშუალებითაც თავად განვახორციელებდით ამ საქმიიანობას და დღეს დაახლოებით სამჯერ ნაკლები გვიჯდება გადასასველელბის დახაზვა", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 15 სექტემბრამდე, ზებრა გადასასვლელები ეტაპობრივად რუსთავის ყველა საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ გზაზე დაიხაზება. მომდევნო ეტაპი კი სააღმზრდელო დაწესებულებებთან არსებულ გზებს მოიცავს.