9 დონას კლასტერიდან, 8 ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 იმპორტირებული შემთხვევა (1 მძღოლია), 1 რუსთავის ავერსის თანამშრომელია, 1 პაციენტის წყარო უცნობია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მაია ენდელაძემ ჟურნალისტებთან ინფიცირებულ პაციენტების და მათთან კონტაქტში მყოფებზე ისაუბრა.
"კოვიდინფქცია დადასტურდა 25 პაციენტთან. მათგან 9 არის ცნობილი „დონას“ კლასტერიდან, 8 ინფიცირებულებთან კონტაქტია, აქედან 3 იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთოს მძღოლია. 1 რუსთავის „ავერსის“ თანამშრომელია, 1 შემთხვევა გავქვს მხოლოდ, რომელზეც არ არის დადასტურებული კერა და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.