საპატრულო პოლიციის უფროსი აფეთქების ადგილზე მივიდა. ვაჟა სირაძე ვითარებას ფილარმონასთან პირადად გაეცნო და ამის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
სირაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მუშაა, დაშავებულთა რიცხვი კი ერთით გაიზარდა.
"კლუბ "დეჟავუში" მოხდა აფეთქება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 3 პიროვნება და გარდაცვლილია 1 პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი, პირველადი შეხედულებით, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, აფეთქება შეიძლება გამოეწვია კონდენციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონს. სავარაუდოდ, 2 არის მუშა, 1 გამვლელი, 1 კი დეჟავუს თანამშრომელი. გარდაცვლილი არის მუშა", - აცხადებს ვაჟა სირაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა ფილარმონიასთან, კლუბ "დეჟავუში", სადაც მუშები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ.