თბილისში, ფილარმონიასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახხმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ: "ადგილზე მუშები აწარმოებდნენ სარემონტო სამუშაოებს, აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. გარდაიცვალა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფომ უკვე კლინიკებში გადაიყვანა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია".
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მუშები სარემონტო სამუშაოებს გასართობ ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში აწარმოებდნენ. გარდაცვლილი მამაკაცი სწორედ კაფეში მომუშავე მუშაა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ.