ოქრიაშვილის პარტია "პროგრესი და თავისუფლება" საარჩევნო ბლოკს "ძალა ერთობაშიას" შეუერთდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" კახა ოქრიაშვილის პარტიასთან მემორანდუმი გააფორმა.
საპარლამენტო არჩევნებზე კახაბერ ოქრიაშვილი მაჟორიტარობისთვის დმანისის, ბოლნისის, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში იბრძოლებს. ის აცხადებს, რომ იმ ნაბიჯებს, რომელიც მისი ყოფილი გუნდის მხრიდან შეცდომა იყო წლების განმავლობაში ებრძოდა.
"თუ რომელიმე პარტიის მოკავშირე ვიყავი, მე არასოდეს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე და დანაშაულებზე, რომელიც წარსულში 2012 წლის შემდეგ, თუ მანამდე. ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება, მათ შორის ბიზნესიდან, შემიძლია დავასახელო, ესენი არიან, ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანი. კიდევ რამდენიმე ადამიანი მალე შემოგვიერთდება და მათ სახელსა და გვარს მყისიერად გაიგებთ,"- აღნიშნა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" დამფუძნებელმა კახაბერ ოქრიაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ კი დააანონსა, რომ მათ გაერთიანებულ ძალას მალე სხვა ადამიანები და პარტიებიც შეუერთდებიან.
"ჩვენს გაერთიანებას "პროგრესი და თავისუფლება" შემოუერთდა და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ბოლო შემოერთება არ იქნება. სიების წარდგენის დროისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. მოლაპარაკება ძალიან ბევრ ადამიანსა და პარტიასთან მიმდინარეობს. პარტია ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთსულოვანი იყო,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.
კახა ოქრიაშვილი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში იყო.