რუსთავში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-03 10:56:50

რუსთავში, მაღაზია "ნავნეს" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქალი რუსთავის ცხელების ზონაში იყო მოთავსებული და ვირუსით ინფიცირება გუშინ, 2 სექტემბერს დაუფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტების წრის შესწავლა მიმდინარეობს.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების წრის შესწავლა. ქალი მაღაზია "ნავნეში" ბოლოს იმდენი ხნის წინ იმყოფებოდა, რომ კონკრეტულად ეს ადგილი ეპიდემიოლოგიურად საინტერესო არ არის", - განაცხადა ბეგაშვილმა.

კოვიდინფიცირებული შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.