რუსთავში მეზობელმა მეზობელს უჩივლა

2020-09-03 00:29:42

რუსთავში, გადაჭარბებული ხმაურის გამო მეზობელმა მეზობელს უჩივლა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე დღის განმავლობაში, მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენდა, რის გამოც მისი მეზობელი რუსთავის მერიის ზედამხედველობას დაუკავშირდა და სამსახურის ჯგუფი ადგილზე გამოიძახა.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ფიზიკურმა პირმა გაფრთხილება მიიღო და მას შემდეგ კორპუსის მცხოვრებლები გადაჭარბებული ხმაურით აღარ შეწუხებულან.

ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.