რუსთავის ცხელების ზონაში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა.
ბახტაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ის სომხეთის მკვიდრია. ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, მამაკაცი რუსთავის ცხელების ზონაში გეგმიურ ტესტირებაზე იმყოფებოდა.
კოვიდინფიცირებული შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.