რუსთავის პოლიციამ 1 პირი დააკავა

2020-09-02 00:11:29

რუსთავის პოლიციამ 1 პირი დააკავა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით თბილისის ქუჩაზე პოლიციამ მსუბუქი ავტომობილით მოძრავი პირი გააჩერა.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა მამაკაცის ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღები იპოვეს.

არსებული ინფორმაციით ავტომობილში ნანახია 1 ავტომატი და 1 პისტოლეტი.

40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დააკავეს.