რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
"ელექტრონული რეგისტრაციით სარეზერვო სიაში მოხვედრილი ბავშვებისთვის რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანებას აქვს ახალი შეთავაზება - დარჩენილი ვაკანსიები ზოგიერთ ფილიალში.
ბავშვები ჩაირიცხებიან არსებულ ვაკანტური ადგილებზე მშობლის განცხადების საფუძველზე.
მსურველები მობრძანდით გაერთიანებაში განცხადების დასაწერად (კოსტავას ქ.20) 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადებით ჩარიცხული ბავშვების საბუთები ბაღში უნდა წარადგინოთ 2020 წლის 18 სექტემბრამდე,"-წერია განცხადებაში.
ვაკანსიები იხილეთ ცხრილში, რომელიც მოცემულია ტექსტის ქემოთ.