რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2020-09-01 10:57:51

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

1 სექტემბერს, რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩა N 6-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:30-დან 17:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ფალიაშვილის ქუჩა N4 და N6, მეგობრობის ქუჩა N12, 14, 16, 12ა.