მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-08-27 23:34:53

28 აგვისტოს სითბოს ფონზე მოსალოდნელია ზოგან წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 აგვისტო +32°C, 29 აგვისტო +33°C, 30 აგვისტო +32°C, 31 აგვისტო +31°C.