პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიები ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე განრიგით გაიცემა.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჩვენი შემდგომი ყურადღების ცენტრი არის ჩვენი ღვაწმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. მათ პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ, ეს საკმაოდ მაღალი დისკომფორტია და რიგების საბაბი. პანდემიის პირობებში, ეს ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკის მატარებელია. მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა, დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიორს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება", - განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანი პენსიის აღების დროს რიგებისა და მობილობის შემცირებაა.