ვინ არის ინფიცირებული

2020-08-27 11:04:49

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ინფო რუსთავს" ინფორმაცია საავადმყოფოს ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ დაუდასტურა.

მისი განცხადებით, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე 60 წლამდე მამაკაცია და ის ტრაილერის მძღოლია.

ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს დადგენაზე მუშაობენ.

მამაკაცი უკვე გადაყვანილია თბილისში კოვიდმიმღებ ცენტრში.