ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-08-26 13:34:30

რუსთავსი შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.