გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 აგვისტოს 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში: თოდრიას, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუჩიშვილის ქუჩებზე. 11:00-დან 15:00 საათამდე - შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის ქუჩებზე, მარცხენა სანაპიროზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - მე-20 მიკრორაიონში, შარტავას, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.