შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 2 რუსთაველია. ავტოსაგზაო შემთხვევას მაკო კუდარავას და მედეა დევსურაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეა და მაკო მეგობრები იყვნენ.
შატილის საბედისწერო ტურზე, მედია დევსურაშვილი დასთან, ხატია დევსურაშვილთა ერთად იმყოფებოდა. ხატია ამ წუთებში მკურნალობას კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.