ამერიკაში, ტექსასის შტატში, პლასტმასის საწარმო იწვის. [ვიდეო/video]
ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მეხანძრეები რამდენიმე საათია ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ, თუმცა ცეცხლი მთელი საწარმოს ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან ჰაერში გაფანტულ ტოქსიკურ ნივთიერებებს მათი ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.
როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ წვისგან წარმოქმნილი კვამლის დანახვა კილომეტრების დაშორებითაა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.