18 აგვისტოს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2020-08-17 17:41:57

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

18 აგვისტოს 06:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, ლესელიძის, შარტავას, შიო არაგვისპირელის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე,  მე-14, მე-15 მიკრორაიონებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.