რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი დააჯარიმეს

2020-08-20 00:03:08

რუსთავში მეგობრობის გამზირზე პოლიციამ საზოგადოებრვი ტრანპორტის მძღოლი გააჩერა და 200 ლარით დააჯარიმა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მძღოლის გაჩერების მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის საპატრულო პოლიციაში განხორციელებული ზარი გახდა.

მან სამართალდამცავებს აცნობა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს თამბაქოს მოიხმარდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი შევიდა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსორტშიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები