პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით სახელმწიფოსგან დახმარებას სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ.
კერძოდ, სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.
„რომ შევაჯამოთ ყველა საქართველოს მოქალაქე, ბავშვი 17 წლამდე მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
17 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების გაცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, ეს დახმარება ბავშვებს 15 სექტემბრამდე ჩაერიცხებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო თუმცა, ტიკარაძის თქმით, მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ხელმისაწვდომს გახდის იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა.
გარდა ამისა, პრემიერის განხადებით, ის თვითდასაქმებულები, რომლებმაც ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინეს, ამ დახმარებას სახელმწიფოსგან მაინც მიიღებენ.