ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ

2020-08-01 16:46:26

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლიკანში.

ერთმანეთს სამგზავრო და სადისტრიბუციო მიკროავტობუსები შეეჯახნენ.

შემთხვევის დროს თბილისი-ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძიმედ არიან ორივე დაშავებულები მიკროავტობუსის მძღოლები. დაშავებულებს შორის ასევე არიან მგზავრებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -2 ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ავტომობილის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს.