მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.
მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
ამ დროისთვის სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, აქედან 6 არასრულწლოვანია.