ქალი მეზობლებმა ცოცხლად დამარხეს

0000-00-00 00:00:00

უკრაინაში 57 წლის ნინა რუდჩენკო საკუთარმა მეზობლებმა ცოცხლად დამარხეს.

სოფელ მერიანსკის მცხოვრები ნინა საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა მისმა მეზობლებმა, მთვრალმა ძმებმა, სახლის კარები შეამტვრიეს.

27 და 30 წლის კაცებმა, ნინა ჯერ ბეისბოლის ბიტით სცემეს, შემდეგ ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ იქამდე, სანამ ქალმა გონება არ დაკარგა და გაითიშა.

ღამით გათიშული ქალი სასაფლაოზე წაიყვანეს. ადგილზე მისვლის შემდეგ წყლით გამოაფხიზლეს და 57 წლის ნინას აიძულეს, რომ საკუთარი საფლავი გაეთხარა და შიგნით ჩაწოლილიყო.

ნინამ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ საფლავში პირქვე დაწვა და მისმა მეზობლებმა მისი დამარხვა დაიწყეს.

"ვცდილობდი სახე ხელებით დამეფარა, რომ ჰაერი დამეგროვებინა. ისინი იცინოდნენ და გეგმებს აწყობდნენ, თუ როგორ დახოცავდნენ ჩემი ოჯახის ყველა წევრს",- აცხადებს ნინო რუდჩენკო.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მისი მწამებელები დარწმუნდნენ, რომ ქალი მკვდარი იყო შემთხვევის ადგილი დატოვეს.

ნინამ შეძლო საფლავიდან ამოსვლა. სახლამდე რამდენიმე მილი გაიარა და შინ მისვლის შემდეგ გონება დაკარგა.

მეორე დღეს ნინა მისმა დამ იპოვა, რომელიც აცხადებს, რომ ქალი სასტიკაც ნაცემი და დასისხლიანებული იყო და ისე გამოიყურებოდა, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო.

57 წლის ქალი დამ საავადმყოფოში წაიყვანა. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, ნინას ყბისა და ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევები ჰქონდა.

საკითხზე გამოძიება დაიწყო და სავარაუდო დამნაშავეებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.