ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალ შემთხვევებს შორის 5 ე.წ. ლილოს ბაზრობის კლასტერს უკავშირდება, 6 იმპორტირებულია, რომელთა შორისაც 4 ტრაილერის მძღოლია.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულებს შორის ასევე არის ერთი სამედიცინო პერსონალი, ორზე კი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, საიდან დაინფიცირდნენ პაციენტები.