თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

2020-07-22 11:32:02

ფონიჭალაში 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

დამატებით დეტალებს ინფო რუსთავი არკვევს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები