BBC-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ Facebook-ს WhatsApp-ის შეძენასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო 110 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ოფიციალური გამოძიება ამ საკითხზე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. Facebook-ს ორი დარღვევა ჰქონდა: ერთი - WhatsApp-ის შერწყმასთან დაკავშირებით და მეორე - კომისიის მოთხოვნაზე საპასუხო არასწორი ინფორმაცია. კონკურენციის საკითხებში ევროკომისიის კომისარის, მარგარეტ ვესტერერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სხვა კომპანიებისთვის ნათელი მაგალითია იმისა, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ევროკომისიის შერწყმასთან დაკავშირებული წესების ყველა ასპექტი, მათ შორის სწორი ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება. მსგავსი გამოძიების ფარგლებში ევროკომისიას უფლება აქვს კომპანია მისი წლიური მოგების 1% თანხით დააჯარიმოს