რუსთავის ცხელების ზონიდან პაციენტი გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცხელების ზონაში დაუდასტურეს.
ახალგზარდა მამაკაცი რუსთავის ცხელების ზონაში საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს, მას კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, კარანტინში უნდა დაბრუნებულიყო. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
პაციენტს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.