ჩინეთში ახალი გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს

2020-06-30 02:43:42

ინგლისური გამოცემა BBC ჩინეთში გრიპის ვირუსის ახალი შტამის აღმოჩენაზე წერს, რომელიც შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს და პანდემიური გახდეს.

გრიპის ვირუსის მტარებლები ღორები არიან და მისი გადადება ადამიანზეც ხდება.

ვირუსს შეუძლია სწრაფი მუტაცია განიცადოს და შესაძლებელია, რომ ადამიანიდან ადამიანზე  გადადებაც ადვილად მოხდეს.

იმის გამო, რომ ვირუსი ახალია დიდი ალბათობით ხალხს მის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აქვს, ან თუ აქვს და ძალიან მცირე რაოდენობას.

ახალ ვირუსის სახელი G4 EA H1N1-ია და მეცნიერების თქმით, ის ადამიანის ორგანიზმში სწრაფად მრავლდება და ინფიცირებულის სასუნთ გზებს აზიანებს.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთში უკვე დაფიქსირებულია. ის ცხოველთა სასაკლაოსა და ხორცის საწარმოს თანამშრომლებს აღმოაჩნდა.

მეცნიერების თქმით, ახალი ვირუსი საყურადღებოა და არ უნდა დავაიგნოროთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები