ევროპა საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის

2020-06-29 16:52:48

საქართველო იმ 14 ქვეყანაში მოხვდა, რომელთათვისაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრებს ხსნის.

ინფორმაციას ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" ავრცელებს.

ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ქვეყნების სია დაამტკიცეს, რომელთათვისაც საზღვრები იხსნება ესენია: საქართველო, ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ურუგვაია, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, მონტენეგრო, სერბეთი.