დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია მოთავსებული

2020-06-29 12:02:37

"თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ", -ამის შესახებ ექიმ-რეანიმატოლოგმა, კონტანტინე მუმლაძემ განაცხადა.
ექიმის თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. მას ზედა კიდურის დაზიანება აღენიშნებოდა.

“მდგომარეობა სტაბილურია, ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.