"ინფო რუსთავის" მიერ ნატალისთვის მოგროვებული 1505.20 ლარი გოგონას დასახმარებლად შექმნილ საბანკო ანგარიშზე უკვე გადაირიცხა.
საინფორმაციო სააგენტომ საქველმოქმედო აქცია 2-ჯერ ჩაატარა. 30-30 წუთიან პირდაპირ ეთერებში "ინფო რუსთავის" ხელმძღვანელი გიორგი ჩომახაშვილი, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე აგროვებდა თანხას. საერთო ჯამში, ქუჩის საქველმოქმედო აქციებით 589.90 ლარი მოგროვდა.
საინფორმაციო სააგენტოსთან მალევე გამოვიდა კონტაქტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი რუსთაველი მამაკაცი, იუზა გობეჯიშვილი, რომელმაც ნატალის დასახმარებლად 915.30 ლარი გადმორიცხა.
"ინფო რუსთავი" მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, რომელმაც მცირედი თანხა მაინც გაიღო ნატალის დასახმარებლად და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს პატარა რუსთაველ გოგონას.