"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური" იმ პირებისთვის, ვისაც საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერის დამონტაჟება სურთ, აქვეყნებს წესებს, რომელიც მათ უნდა დაიცვან.
საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგისას მესაკუთრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:
1) ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა განათავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნები;
2) ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟებამდე უნდა მოიპოვოთ შენობის მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა და განახორციელოთ მეზობლების სათანადო ინფორმირება (ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით);
3) ვიდეომონიტორინგის არეალში მოაქციეთ მხოლოდ თქვენი შესასვლელი და საერთო სივრცე;
4) სხვა მესაკუთრეთა ბინის შესასვლელის ვიდეომონიტორინგი შეგიძლიათ მხოლოდ მათი თანხმობით.
ამ წესების დაუცველობა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევაა, რაც ადმინისტრაციულ პასუხისმგელბლობას ანიჭებს დამრღვევ პირს.