უბედური შემთხვევა მოხდა საბერძნეთში.
თესალონიკში ცენტრალურ ქუჩაზე 36 წლის ქართველი ქალი დაიწვა და გარდაიცვალა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
თვითმხილველის თქმით, დიდი აფეთქების ხმა გაიგო, რის შემდეგაც მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი დაინახა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა.
ადგილზე გამოიძახეს, სახანძროს, სასწრაფოსა და საპატრულოს ეკიპაჟები.
სამწუხაროდ, ადგილზე მისულ სასწრაფოს ქალი გარდაცვილილი დახვდა.