იტალიაში 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც იტალიური მედია წერს, ქართველ მამაკაცს უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემით იტალიის ტერიტორიაზე 22 მიგრანტი გადაყავდა.
მიგრანტებს შორის 9 ირანელი, 10 ერაყელი, 1 თურქესტანელი მამაკაცი იყო. გემზე ასევე იმყოფებოდა 11 წლის ირანელი გოგონა.
იტალიური მედიის ცნობით, მიგრანტები კარანტინში არიან გადაყვანილი, ხოლო ქართველი მამაკაცი იტალიის პოლიციამ დააკავა.