კორონავირუსის სამკურნალო წამალი აღმოჩენილია

2020-06-16 17:16:43

ინგლისური გამოცემის BBC-ის ცნობით, მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო წამალი აღმოაჩინეს.

მედიკამენტი, რომელმაც იმ პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინა, ვისაც კორონავირუსი სერიოზულ ფორმებში ჰქონდა, იაფი და ფართოდ გავრცელებული "დექსამეტაზონია".

ინგლისელი ექსპერტების თქმით, ამ მედიკამენტით მკურნალობა დიდი მიღწევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წამალმა პაციენტების სიკვდილიანობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ, მესამედით შეამცირა. ხოლო იმ პაციენტთა სიკვდილიანობა, რომელთაც ჟანგბადის მიწოდება ესაჭიროებათ, მეხუთედით შეამცირა.

დექსამეტაზონი იმ მრავალ წამალთა შორისაა, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ცდაში მონაწილეობა 6000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო.

2000 პაციენტს სამკურნალოდ დექსამეტაზონს აძლევდნენ. წამლით მკურნალობის შედეგებს დანარჩენ 4000 პაციენტის შედეგებს ადარებდნენ, რომლებთანაც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დექსამეტაზონს არ იყენებდნენ.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მართვით სუნთქვაზე შეერთებულ პაციენტთა სიკვდილიანობა 40%-დან 28%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პაციენტთა სიკვდილიანობა, რომელთაც ჟანგბადს აწვდიდნენ, 25%-დან 20%-მდე შემცირდა.

მთავარი გამომძიებლის პროფესორის პიტერ ჰორბის განცხადებით, წამალი დიდი აღმოჩენაა.

"უკანასკენელი პერიოდის განმავლობაში ეს ერთადერთი მედიკამენტია, რომელმაც თვალნათლივ აჩვენა სიკვდილიანობის შემცირება. ეს კი დიდი მიღწევაა"- განაცხადა პიტერ ჰორბიმ.

BBC-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დექსამეტაზონი არ კურნავს იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები