რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ახალი საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. [ვიდეო/video]
ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ლითონკონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია “ქონსთრაქშენ სერვსი” წარმოებას აფართოებს.
10 მილიონი ლარის ინვესტიციის მქონე ახალ საწარმოში კომპანია დამატებით 200-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას, კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი გაბუნიამ, ადგილზე გააცნო საწარმოს მუშაობის სპეციფიკა.
ამ დროისთის საწარმოში უკვე 480-მდე ადამიანია დასაქმებულია, რომელთა უმრავლესობაც რუსთაველია.
კომპანიის დირექტორის თქმით, არსებული საწარმო სხვადასხვა ინფრანსტრუქტურული პროექტებისთვის თვეში 300 ტონამდე ლითონის კონსტრუქციას ამზადებს, ხოლო ახალი საწარმოს მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმადობა 3-ჯერ გაიზრდება.