ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა, რომელიც ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.