ნომერ პირველი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
გავრცელებული ინფორმაციით ჩოგბურთელს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.
შსს-მ ის 22 მაისს დააკავა.
შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ფოტო: რადიო თავისუფლება