გაუქმდა თუ არა საავტომობილო შეზღუდვა

2020-05-22 11:02:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ავტომობილში სამზე მეტი მგზავრის სხდომა იკრძალებოდა, იხსნება.

გახარიას თქმით, ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის სხდომის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის რჩება.

მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობიო საშუალებაში გაუქმდეს“,- განაცხადა გახარიამ.

აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში 31 მარტიდან მოქმედებდა  და 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად მოიხსნება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები