დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები.
მისი თქმით, მათი ყიდვის დროს ადამიანები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს უშუალოდ თავიან თავზე ირგებენ, რა დროსაც ვირუსის გადადების რისკები უფრო მაღალია.
„ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? თუ ეს ვიღაცას არ ესმის, იმას მინდა გავაგებინო, თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა თურმე, ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში.
ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.