სოციალურ ქსელში ურთიერთობისა და ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა.
სახალხო დამცველის განცდხადებით სიძულვილის ენის გამოყენება სამწუხაროდ არ არის დასჯადი და შეუძლებელია კონკრეტული პასუხისმგებლობის დაყენება. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე და განსაკუთრებულად აკონტროლებს საჯარო პირების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს.
უჩა ნანუაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თუ სამართალდამცავი ორგანოები სიძულვილის ენის გამოყენებისა და ყალბი ფეიბუქ ანაგარიშების შექმნის ფაქტებზე გამოძიბას არ დაიწყებენ შესაბამისი განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველის ოფისს მიმართონ და საქმის შესწავლის შემდეგ, ისინი ფაქტის აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ.