რა ვითარებაა რუსთავის საკარანტინე სივრცეებში

2020-04-09 18:29:48

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა თუ რა ვითარებაა რუსთავში მოწყობილ საკარანტინე ზონებში - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა დატოვა და რამდენი რჩება ამ დრომდე საკარანტინე სივრცეში.

საინფომაციო სააგენტომ აღნიშნული კითხვით, ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ:

"ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საკარანტინე სივრცეები  ბოლო ერთი კვირის მანძილზე დატოვა 103 პირმა, ხოლო დღეის მდგომარეობით საკარანტინე სივრცეებში რჩება - 264 პირი", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავში სამ სასტუმროში მოეწყო საკარანტინე სივრცე, სადაც უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, ასევე ინფიცირებულების კონტაქტები და თვითიზოლაციის წესის დამრღვევი პირები 14 დღის განმავლობაში რჩებიან.